მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედაქალაქში "საჯარო ხელოვნების ფონდი" დაფუძნდება - ფუნქციები

6182463a6b8c9
ინგა მურუსიძე
03.11.21 19:55
299
თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას, "საჯარო ხელოვნების ფონდს", რომლის მიზანი არის თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით.

მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.

„ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა, ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში - სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები