მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Degamefi მეორე საერთაშორისო ვებ3 კონფერენციას TETHER-თან ერთად გეგმავს

64ae8aec2b674
BM.GE
12.07.23 15:25
414
DEGAMEFI 2023 წლის ოქტომბერში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ ვებ3 კონფერენციას მეორედ ატარებს.

Degamefi WEB3 კონფერენცია უდიდესი ღონისძიებაა კავკასიის რეგიონში, რომელიც წამყვან საერთაშორისო და მოწინავე კომპანიებიდან საერთაშორისო სპიკერებს და პროექტებს გააერთიანებს. ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში 7-8 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა 1500 კაცს აღემატება.

Degamefi არის წამყვანი, ვებ3-ზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად მართავს ბლოკჩეინ და კრიპტოსთან დაკავშირებულ ივენთებს, ჰაკათონებს და ვორქშოპებს, საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ცნობადობის ამაღლების მიზნით.

2022 წელს Degamefi ვებ3 კონფერენციას 1200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

როგორც Degamefi-ში აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია საქართველოს დაეხმარონ გახდეს web3-ის ჰაბი რეგიონში.

წელს Degamefi-ს მთავარ სპონსორად უერთდება TETHER - მსოფლიოს მოწინავე stablecoin კომპანია. TETHER-ის დაინტერესება ქართული ბაზრით საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქართველოში web3 ინვესტიციების მოზიდვას და კრიპტო და ბლოქჩეინ ეკოსისტემების განვითარებას.

DEGAMEFI-თან პარტნიორობით, Tether კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წინსვლის ხელშეწყობისკენ მთელ მსოფლიოში და საქართველოში.

„საქართველოში ამ ღონისძიების სპონსორობით, ჩვენ გვინდა ვიყოთ აქტიური მოთამაშე და გავაძლიეროთ ეს მზარდი ეკოსისტემა. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი საზოგადოების ბლოკჩეინის ექსპერტიზის გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ათვისებას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში. საქართველოს ბლოკჩეინის ეკოსისტემისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ღირებული ურთიერთობების დამყარებას, ბიტკოინისა და p2p ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლას“, - ამბობს Tether-ის განვითარების ხელმძღვანელი მარიო დალ ლაგო

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო დონის სპიკერები და სადისკუსიო პანელები, ადგილობრივი და უცხოური პროექტების გამოფენა, სტატაპ კონკურსი, გეიმინგ არეა და სხვა.