ჰოლდინგური კომპანია "დეილი ჯგუფის" ოფისმა SPAR International-ის წარმომადგენლებს - პოლ სმითს (Retail operations specialist), იუტტა კლასენს (International HR & Training Manager) და დევიდ მურს (International Retail & Development Director) უმასპინძლა. კომპანიის ინფორმაციით, ვიზიტი 18 ნოემბერს შედგა.
როგორც კომპანია იტყობინება, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და იმ სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო დააახლოვებს გლობალურ ხარისხთან და თანამედროვე პრაქტიკებთან.
"შეხვედრაზე განვიხილეთ Daily GROUP-ის მიმდინარე შედეგები, 2026 წლის სტრატეგიული გეგმები, FMCG სექტორის ძირითადი ტენდენციები და SPAR-ის განვითარების მიმართულებები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებთან ერთად მოვინახულეთ 8 სხვადასხვა ფორმატის ობიექტი - მათ შორის ჩვენი ქსელის მაღაზიები, ფრენჩაიზის ობიექტები და ბაზარზე მოქმედი წამყვანი ბრენდების ლოკაციები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი განახლებულ Food To Go კონცეფციაზე გაკეთდა.
SPAR International ინტენსიურად იყო ჩართული ტრენინგებში, Look & Learn პროგრამებში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებაში - რომელთაც პროფესიულ ხელმძღვანელობას სერგეი ლოკტევი უწევდა", - იტყობინება კომპანია.
ცნობისთვის, "დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: "დეილი", "სპარი", "მაგნიტი", "გვირილა", "იოლი", "კალათა" და ქართული ლუდის კომპანია "ზედაზენი".




























