მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში, ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, საშუალო გასაყიდი ფასი კი გაიზარდა - Colliers

ბინები

2023 წლის დეკემბერში ბათუმში 1 203 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში ბინების გაყიდვები გასული წლის ბოლოს 33%-ით შემცირდა.

recov.ge-ის მონაცემებით, ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

„2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია დეკემბრის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები