მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დეკემბერში 3 827 ბინა გაიყიდა - როგორ შეიცვალა ბინების ფასები გასულ წელს?

თბილისი

დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით შემცირდა და დედაქალაქში სულ 3,827 ბინა გაიყიდა.

Recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 4%-ით, 246 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-ით, ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

„2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 17%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 23%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები