მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში, ჩინეთში წარმოება შემცირდა

ჩინეთი

ჩინეთის საწარმოო აქტივობა მიმდინარე წლის დეკემბერში, ზედიზედ მესამე თვეა დაეცა და ქვეყანა 2024 წლისთვის ეკონომიკური აღდგენის ახალი გეგმის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ, ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისივე ცნობით, დეკემბერში, ჩინეთში წარმოების აქტივობა მოსალოდნელზე მეტადაა შესუსტებული. კლების მთავარ მიზეზად კი, სუსტი საგარეო მოთხოვნა სახელდება. ახალი საექსპორტო ბაზრების მხრიდან შეკვეთების ინდექსმა დეკემბერში 45.8 შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მეცხრე თვეა კლების ტენდენციაა გრძელდება.

”გამოკითხული კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ საექსპორტო ბაზრების მხრიდან მოთხოვნის შემცირება და შიდა ბაზარზე არასაკმარისი მოთხოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რასაც კომპანიები ხშირად აწყდებიან,“- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ადგილობრივ ბაზარზე, სამომხმარებლო ფასები ყველაზე სწრაფად დაეცა, ხოლო სუსტი შიდა მოთხოვნის გამო, საწარმოებში დეფლაცია გაღრმავდა.

მიუხედავად ამისა, ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს. 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და სავარაუდოა, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლით გაიზრდება.

ანალიტიკოსების თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ, ოქტომბერში 1 ტრილიონი იუნის (140,89 მილიარდი დოლარი) გამოყოფის გეგმა გამოაცხადა, რომელიც უცხოურ კაპიტალდაბანდებას (ინვესტიციებს) უნდა მოხმარებოდა, სავარაუდოა, რომ ეს თანხა ფისკალური ნაბიჯების გადადგმას მოხმარდება, რაც მომავალ წელს ზრდის ტემპს ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები