მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში დეპოზიტები 183 მილიონით, 50.6 მილიარდამდე გაიზარდა

ფული, დოლარი, ევრო ვალუტა

2023 წლის დეკემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 183 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 50.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის თანახმად, დეკემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 668 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851 მილიონი ლარით გაიზარდა.

მთლიანობაში საბანკო სექტორში განთავსებული დანაზოგების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით).

"დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები