მიმდინარე თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის ფარგლებში იქნება, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ექსკლუზიურად Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში გააკეთა.
„წარმოუდგენელ ციფრებს ვხედავთ. წინა თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპი იყო 5,7%. არ მინდა, სტატისტიკის დეპარტამენტს გავუფუჭო პირველობის უფლება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან 30 დეკემბერს აპირებენ გამოქვეყნებას, თუმცა გეტყვით, რომ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის მიდამოში იქნება, პლიუს-მინუს... ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე - იყო თუ არა მსგავსი მოლოდინი, ფინანსთა მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: „მოლოდინი იყო, რომ ამაზე გაცილებით დაბალი იქნებოდა მაჩვენებელი და შემდგომ გასწორდებოდა, თუმცა ეკონომიკამ მალე მოახდინა რეკუპერაცია“.




























