2025 წლის ბოლოსთვის მშენებლობა გაძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.8%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი, დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.09 და 0.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.78 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით.



























