მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში ქუთაისის აეროპორტიდან ვენეციის მიმართულებით ფრენები იწყება - რა ეღირება ბილეთი?

Wizz Air

Wizz Air-ი ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ახალი მარშრუტი 2025 წლის 2 დეკემბრიდან შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს – თანამედროვე Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 59 ლარიდან იწყება.

მარშრუტი

სიხშირე

ფასი

პირველი ფრენა

ქუთაისი-ვენეცია

სამშაბათი და შაბათი

59 ლარიდან

2 დეკემბერი, 2025 წელი

„ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისისა და ვენეციის დაკავშირება - ორი ქალაქის, რომელიც მდიდარი ისტორიით, სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ახალი მარშრუტით ვცდილობთ, მოგზაურობა საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფეროვანი გავხადოთ. ქართველი მგზავრები ახლა შეძლებენ ვენეციის რომანტიკის განცდას, მისი არხებისა და მოედნების მონახულებას, მსოფლიო დონის ხელოვნების გაცნობას და იტალიის საუკეთესო მხარეების აღმოჩენას Wizz Air-თან ერთად",- აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი გაბრიელე სალვატორე იმპერიალე.

Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში თითქმის 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია, და მიიღო თითქმის 1 მილიონი ბილეთის ჯავშანი (+9,9% წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით), საშუალო შესრულების მაჩვენებელმა კი 99,7%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები