მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის 84%-ზე აღდგა

61eac8fd8e71d
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.22 19:43
493
2021 წლის დეკემბერში საქართველოში 160,763 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით 69.9%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობა პანდემიამდელი მდგომარეობის 30.1%-ზე აღდგა. თუმცა განსხვავებულია მდგომარეობა საზღვრის ტიპების მიხედვით. კერძოდ, საჰაერო გზით, დეკემბერში 76,813 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც მთლიანი ნაკადის 48%-ია. 2019 წელთან შედარებით საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა მხოლოდ 16%-ით არის შემცირებული.

სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 82,850 შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმში საჰაერო მიმართულებით აღდგენის მაღალი ტემპი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დეკემბერში საქართველოში ვიზიტები უფრო მეტად არა-მეზობელი ქვეყნებიდან აღდგა ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები