მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში საქართველოს ექსპორტი რეკორდული $555 მილიონი იყო

63c1045f099a4
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.23 11:13
1158
2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, 555.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 136 მილიონი დოლარით მეტია. 

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 5.59 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები