მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი რეკორდულია - სად ყიდულობს/ყიდის საქართველო თევზს?

თევზი

საქართველოში თევზის იმპორტი ექსპორტს კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს თევზის იმპორტმა რეკორდულ 9.7 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ექსპორტს 4-ჯერ აღემატება.

ორი უმსხვილესი ბაზარი, საიდანაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალი ან გაცივებული თევზი შემოდის, ნორვეგია და თურქეთია. 2023 წლის მონაცემებით, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ნორვეგია - 4.8 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 4.5 მლნ დოლარი;
  • ახალი ზელანდია - 236.3 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 56.3 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 43.4 ათასი დოლარი;
  • აშშ - 38.4 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 21.4 ათასი დოლარი;
  • შრი-ლანკა - 4.3 ათასი დოლარი;
  • საბერძნეთი - 980 დოლარი;
  • რუსეთი - 320 დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს თევზის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 2.3 მილიონი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ საქართველოს მიერ გაყიდული თევზის ნაწილი ადგილობრივად წარმოებული არაა და შესაბამისად, რეექსპორტზე გადის. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტზე 352 ათასი დოლარის ახალი ან გაცივებული თევზი გავიდა.

საქართველოსთვის თევზის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის. კერძოდ, გასულ წელს საქართველომ ახალი ან გაცივებული თევზი შემდეგ ქვეყნებში გაყიდა:

  • სომხეთი - 1.5 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 797 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 62 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში თურქეთიც შედიოდა, რომელიც გასულ წელს უკრაინამ ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები