მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა

63cabec6af6b0
ალა ისპირიანი
20.01.23 20:10
876
2022 წლის დეკემბერში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 306%-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკას შსს-ს ავრცელებს.

2022 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, კი საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 405 552 მოქალაქემ გადმოკვეთა.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში ძირითადად გასული წლის თებერვლიდან დაიწყო, რაც რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკას სასაზღვრო - გამტარი პუნქტების მიხედვით, დეკემბერში საზღვრის კვეთა, სულ 1 669 005 – ჯერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან, 71% უცხოელი, ხოლო 29% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები