მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 42% იყო - TBC Capital

63d2824805baa
მარიამ ვარადაშვილი
26.01.23 18:17
528
TBC Capital-ის ინფორმაციით, დეკემბერში ქვეყანაში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 42% იყო. ორგანიზაციის ცნობითვე, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დატვირთულობის მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

უშუალოდ თბილისში დეკემბერში სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი 62% იყო. რაც შეეხება დიდ სასტუმროებს, დეკემბერში მათი ნომრის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 68 დოლარს შეადგენდა.

გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით აღდგა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 504 620 საერთაშორისო ვიზიტი შეადგა. ვიზიტების რაოდენობა წლიურად 214%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების წილმა 75% შეადგინა. სხვა თვეებისგან განსხვავებით, ვიზიტორების კუთხით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 199 124 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო რუსეთიდან 89 513 ვიზიტი. ქვეყანამ დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლების სახით 363 მლნ დოლარი შეადგინა, ეს 67%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები