მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში თბილისში ბინების გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - მიზეზი

63d3e28dc130f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.23 16:54
2540
თბილისში გასული წლის დეკემბერში 3 967 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 33.7%-ით აღემატება. უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების განახლებული მონაცემები Colliers Georgia-მ სპეციალურ ვებგვერდ recov.ge-ზე გამოაქვეყნა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით იყო გამოწვეული. მათივე ინფორმაციით, ბაზრის ზომა 53%-ით 217 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ახალი და ძველი პროექტების მიხედვით, ბინების გაყიდვების მაჩვენებელი ახალ პროექტებში 2019 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გასამმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი 820 ბინის გაყიდვა დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ მეტია. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა.

recov.ge-ს მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 14%-ით, ფართო ცენტრში - 22%-ით, გარეუბნებში კი 28%-ით გაიზარდა.

2022 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 15%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები