მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დელიში ე.წ კომენდანტის საათი აამოქმედეს - 24 საათში ქალაქში 17,282 ახალი კოვიდ-შემთხვევა გამოვლინდა

60783063d7007
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.21 20:30
710
ინდოეთის დედაქალაქ დელიში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა, მიზეზი ქალაქში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია. გადაადგილება დელიში შეზღუდულია საღამოს 5 საათიდან დილის 10 საათამდე. ე.წ კომენდანტის საათი ძალაში 30 აპრილის ჩათვლით იქნება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქალაქში კორონავირუსის 17,282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის გავრცელებიდან დღემდე.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების ფარგლებში ისევ დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სავარჯიშო დარბაზები და სპა-ცენტრები. კინოდარბაზები ოპერირებას 30%-იანი დატვირთვით გააგრძელებენ.

ამასთან, 23 სასტუმროსა და საბანკეტო დარბაზში მოეწყობა კოვიდ-სასტუმრო, რაც 2,000 დამატებით საწოლ ფონდს შექმნის დედაქალაქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები