მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta და Airbus-ი მრავალმხრივ თანამშრომლობას აანონსებენ

Delta

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანია, ამერიკული Delta Air Lines-ი და თვითმფრინავების მშენებელი ევროპული კონსორციუმი Airbus-ი მრავალწლიან მრავალმხრივ თანამშრომლობას აანონსებენ.

როგორც კომპანიებმა სამომხმარებლო ელექტრონიკის მსოფლიოს უდიდეს კონფერენციაზე, CES 2025-ზე განაცხადეს, ამერიკულ-ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება, როგორც ინოვაციური საავიაციო ჰაბები, ასევე განვითარდება ტექნოლოგიები, მათ შორის მდგრადი საავიაციო საწვავი, რომელიც კლიმატის ცვლილების კუთხით საავიაციო ინდუსტრიის ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორც Delta Air Lines-ის გენერალურმა დირექტორმა, ედ ბასტიანმა ლას-ვეგასში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 80%-ზე მეტს თვითმფრინავით არასდროს უმოგზაურია, რაც ავიაკომპანიებისთვის ზრდის უკიდეგანო შესაძლებლობას აჩენს. შედეგად, კომპანიები ისეთი მიმართულებებით ითანამშრომლებენ, რაც მგზავრობის ხარისხს გააუმჯობესებს, პროცესს მეტად უსაფრთხოს გახდის და სერვისს გააიაფებს, რაც თვითმფრინავით მგზავრობის ექსპანსიას შესაძლებელს გახსნის.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, Delta და Airbus-ი ერთად იმუშავებენ თვითმფრინავის ფრთების ტექნოლოგიის დახვეწაზე, საწვავის ეფექტიანობის გაზრდაზე და ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საავიაციო ინდუსტრიას მომავალში დასჭირდება. ამ მხრივ, კომპანიები ბატების სეზონურ ფრენას შეისწავლიან, რადგან ამ მხრივ, როგორც ჩანს, საავიაციო ინდუსტრიას ბუნებისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. კომპანიები ასევე იმუშავებენ მდგრადი საავიაციო საწვავის ახალ ფორმულებზე, რაც აუცილებელია ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები