მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta და Korean Air კანადურ WestJet-ში 25%-იან წილს შეისყიდიან

delta

Delta და Korean Air ავიახაზები კანადურ WestJet Airlines-ში საერთო 25%-იან წილს $550 მილიონად კერძო საინვესტიციო კომპანია Onex Corportaion-ისგან შეისყიდიან - ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა ავიაკომპანიამ გაავრცელა.

გარიგების ფარგლებში Delta WestJet-ის 15%-იანი წილისთვის $330 მილიონს, ხოლო კორეული ავიახაზები 10%-იანი წილისთვის $220 მილიონს გადაიხდიან. შედეგად, კანადური ავიაკომპანია ჩრდილოეთ ამერიკის საავიაციო ბაზარზე საკუთარ პოზიციებს გაიღრმავებს.

Delta გეგმავს, თავის მფლობელობაში მყოფი 15%-დან 2.3%-იანი წილი თავის პარტნიორ კომპანიას, Air France-KLM-ს $50 მილიონად მიჰყიდოს. Delta-ს განცხადებით, მიუხედავად ამ გარიგებისა, WestJet, რომელიც Delta-სა და Korean Air-თან 2011 წლიდან თანამშრომლობს, კვლავ Onex-ის მმართველობისა და კონტროლის ქვეშ რჩება.

"Delta, Korean Air და Air France მსოფლიოს გამორჩეული და საუკეთესოდ მართული ავიახაზები არიან. Onex მოხარულია, ისინი WestJet-ის მეწილეებად მიიღოს" - განაცხადა საინვესტიციო ფირმის თანათავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებამდე კანადურ ავიახაზებში ამერიკული ჯავშნები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფებით აიხსნება. WestJet-ის კონკურენტმა Air Canada-მ, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, წლიური მოგების პროგნოზი უკვე შეამცირა, ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის შემცირების, ადგილობრივი ვალუტის შესუსტებისა და აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები