850 000 ევროდ დელტა 2 500 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სეტყვის საწინააღმდეგო დეპარტამენტს სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებით რაკეტების შეძენა და მოწოდება.
სააგენტო წერს, რომ 2024 წლის იანვარში დელტამ 5 000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა შეისყიდა. აღნიშნული ასევე სააგენტოს გასული წლის ნაშთიდან დამატებით ჰქონდა 2 365 რაკეტა, ჯამში 7 365 ცალი, რაც გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოპერირებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, თუმცა გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საჭირო გახდა დამატებითი შესყიდვა.
"ვინაიდან, სეტყვასაშიში პროცესი კახეთის რეგიონში იწყება აპრილის თვიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, მეტეოროლოგიური პირობების არამდგრადობისა და სეტყვასაშიში პირობების მასიურობის გამო, რაკეტების გასროლა ხორციელდება ინტენსიურად. მიმდინარე სეზონი მიმდინარეობს გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე და ამ ეტაპზე გასროლილია 4 894 რაკეტა, ხოლო მარაგის სახით დარჩენილია მხოლოდ 2 471 ცალი რაკეტა.
სროლის ასეთი ინტენსივობით გაგრძელების შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების არსებული მარაგი არ არის საკმარისი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის. სისტემის შეფერხებით მუშაობა კი გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს კახეთის რეგიონში. ასევე მოგახსენებთ, რომ არ არსებობს სეტყვასაშიში პროცესების გრძელვადიანი პროგნოზის დადგენის ზუსტი მეთოდი, შესაბამისად, მიზანშეწონილია 2 500 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შესყიდვა განვახორციელოთ გადაუდებლად, რადგან რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია სრულად განვსაზღვროთ რა ოდენობის რაკეტა აღმოფხვრის არსებულ კრიზისულ სიტუაციას", - წერს სააგენტო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის მიწერილ წერილში, სადაც ტენდერის მიზნობრიობას და საჭიროებაში არწმუნებს.
2024 წლის დასაწყისში დელტას 2365 ცალი რაკეტა ჰქონდა გასული წლის ნაშთიდან. ამას დაემატა 5000 ცალი წელს შესყიდული. სულ - 7365 ცალი.
რაკეტების ხარჯი თვეების მიხედვით: აპრილი ‐ 414ცალი, მაისი ‐ 1574ცალი, ივნისი ‐ 2766 ცალი,
ივლისი ‐ 18 ივლისამდე‐ 140ცალი.