DemLab-ის პირველი თანამშრომლობა Warner Bro-სთან შედგა. ანიმაციური სერიალის Ricky And Morty ოფიციალურ სოციალურ არხებზე ნიკოლოზ გურიელიძისა და ანა მარკოზაშვილის ილუსტრაციები გამოჩნდა. ნამუშევრები ახალი სეზონის დაწყების მოახლოებას გვამცნობენ. თანამშრომლობა ერთი პოსტერით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქართველი ილუსტრატორების საცდელმა ნამუშევარმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, დამკვეთმა გადაწყვიტა სოციალური მედიისთვის ექვსივე პოსტერის შექმნა ქართული გუნდისთვის მიენდო.
სტუმარი: ნინიკო ბოჯგუა - “დემლაბის” აღმასრულებელი დირექტორი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად;