მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემნა გვასალია პლატფორმა United24-ის ელჩი გახდა

62e2b1dada0bc
თელარა გელანტია
28.07.22 19:34
1110
Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა - United24-ის ელჩი გახდა.

ამის შესახებ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„BALENCIAGA-მ შექმნა სპეციალური მაისური პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% "უკრაინის აღდგენის" ფონდში გადაირიცხება.

მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“, - წერს ზელენსკი.





United24 არის უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა. თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე შედის, შემდეგ კი შესაბამის სამინისტროებში იგზავნება. პლატფორმა აგროვებს სახსრებს სამ სფეროში: თავდაცვა და განაღმვა, მედიცინა, დანგრეული დასახლებების აღდგენა.

პლატფორმა Univetd24-ის ვებგვერდის თანახმად, მათ მიერ უკვე $147,697,345 დოლარი შეგროვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები