მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის დასუსტება საქართველოს ევროპულ მომავალს არ მოუტანს - ამერიკელი დიპლომატი

დენ ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენ ფრიდი ამბობს, რომ აშშ აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. დენ ფრიდი თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება. მან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

დიპლომატის თქმით, არავის სურს სანქციების გზით სიარული, თუმცა არსებობს ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც აშშ-ს და ევროპას საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიის შესუსტებით საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნება.

"საქართველოს ძლიერება დაფუძნებულია საქართველოს დემოკრატიაზე და ამერიკელებს არ სურთ იფიქრონ, რომ საქართველო დემოკრატიას კარგავს და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატია, რომელიც რუსეთის მმართველობას ემორჩილება. ვისმენ, რომ ზოგჯერ “ქართული ოცნება” საუბრობს ომის პარტიაზე. ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? ეს არ იყო შეერთებული შტატები. ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი? უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს პირველი, არ უცდია მისი ტერიტორიების ანექსია, ასე რომ, ომის პარტია არის პუტინი. ქართველები მუდმივად ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავენ. საქართველოს დასუსტება, მისი დემოკრატიის დასუსტების გზით, მას არ მოუტანს ევროპულ მომავალს, არამედ მომავალს კრემლის დაქვემდებარებაში.

აშშ-სა და ევროპას არ შეუძლიათ უთხრან ქართველებს რა ქნან. ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია. სანქციებზე ისმება კითხვები, სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ წლების დახმარების შემდეგ, შესაძლოა, იყოს საქართველოზე სანქციების დაწესების ძალისხმევა. აშშ აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” მოიგოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ან წააგოს, ასევე, შეიძლება ითაღლითოს. აშშ-ს და ევროპას მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. საუკეთესო შედეგი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები