მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემონსტრანტებზე თავდასხმა და დაკავება შეწყვიტეთ - USAID-ის ხელმძღვანელი

სამანტა პაუერი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა და მათი დაკავება.

"საქართველოში ხალხი მამაცურად დგას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად, რაც ასევე წერია ქვეყნის კონსტიტუციაში. "ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა და დაკავება მშვიდობიანი დემონსტრანტების, პატივი სცეს შეკრების უფლებას და მოუსმინოს ქართველ ხალხს", - წერს პაუერი X-ზე.

28 ნოემბერს, საქართველოში საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები