მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენდროპარკი დამთვალიერებლებს ხვალიდან მიიღებს - შესვლა უფასოა

5f0da21cc975f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.20 16:38
3156
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებელს ხვალიდან მიიღებს.

როგორც BM.GE-ის პარკის მმართველი კომპანიის „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა პაატა სულაბერიძემ უთხრა, პარკის გახსნისთვის რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების ჩატარება არ იგეგმება.

„არაფერი კონკრეტული და განსხვავებული არ იგეგმება, უბრალოდ, გაიღება კარი და ნებისმიერი ადამიანი შეძლებს შესვლას“, - განაცხადა პაატა სულაბერიძემ.

პარტია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პარკში შესვლა უფასო იქნება.

„60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლებათ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ BM.GE-ს ინფორმაციით, დენდროლოგიური პარკის მოწყობისთვის ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც პარკის მმართველ კომპანიაში დაადასტურეს, თუმცა ინვესტიციის ზუსტი მოცულობა არ დააკონკრეტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები