მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა - რა მოცულობის თანხაა განთავსებული საბანკო დეპოზიტებზე?

დოლარი ევრო

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2023 წლის სექტემბრის ანგარიშები უკვე წარუდგინეს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში 15 ბანკში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.27 მილიარდი ლარით გაიზარდა და მან 49.33 მილიარდ ლარს მიაღწია. საბანკო კრედიტების ნომინალურმა მატებამ წინა თვეში 2.65%, ხოლო გაცვლითი კურსის გამორიცხვის გარეშე ზრდამ 1.98% შეადგინა.

ეროვნული ბანკის თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 72.84 მლნ ლარით, ანუ 0.38%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.28%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.20 მლრდ ლარით, ანუ 4.17%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.50%-ით).

“დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.82% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.45 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.94% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.42%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.69%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.82%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები