მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატ თამარ ტალიაშვილს გრეტა წიწავა შეცვლის

633ab795d8e83
ინგა მურუსიძე
03.10.22 14:23
770
საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ ტალიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

გადაწყვეტილებას ხვალ პარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თამარ ტალიაშვილს გრეტა წიწავა შეცვლის. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები