მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატების ნაწილის საქმიანობა უპირისპირდება მიზანს, ემსახუროს ხალხის ინტერესებს - ანგარიში

პარლამენტი

პარლამენტის დეპუტატების ნაწილი ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული, რაც კანონდარღვევაა, - აღნიშნულის შესახებ "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ანგარიშშია საუბარი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრს ბიზნესის მართვაში ჩართულობა ეკრძალება, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ ბიზნეს აქტივებს სხვებზე აფორმებენ, თუმცა ფორმალურად მართავენ.

"მათი საქმიანობა უპირისპირდება პარლამენტის წევრის საქმიანობის მთავარ მიზანს, რომ ის ემსახუროს ხალხის და არა საკუთარ ბიზნეს ინტერესებს", - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ პარლამენტის წევრები: ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი და გოჩა ენუქიძე პარლამენტის წევრის სტატუსთან ერთად შეუთავსებელ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან.

"მაღალი ალბათობით სახეზეა აღნიშნული პირებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაზეც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს შესაბამისი რეაგირება არ აქვს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაცია "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებისა და "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას გავლენებზე მიანიშნებს.

"გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძის, ფრიდონ ინჯიას და სხვათა ქმედებებში იკვეთება სახელმწიფო გრანტის მიღებაზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, საპრივატიზებო პირობების განსაზღვრაზე კორუფციული გავლენის მოხდენის ნიშნები. აღნიშნულზე პროკურატურის რეაგირება წლებია ჭიანურდება და არ სრულდება რაიმე შედეგით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრს ეკრძალება, საპარლამენტო საქმიანობასთან პარალელურად, ფორმალურად ან არაფორმალურად, ჩართული იყოს თავისი ბიზნესის მართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები