მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატების თქმით, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე

625833a296a85
მარიამ ვარადაშვილი
14.04.22 19:00
1197
პარლამენტი "მინისტრის საათის" ფორმატში დღეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ოთარ შამუგიას უსმენს. ეს ითვალისწინებს ერთი მხრივ, მინისტრის სიტყვით გამოსვლას და მიმოხილვას, თუ რა ნაბიჯებია გადადმული ქვეყანაში ამ სფეროების განვითარებისთვის, მეორე მხრივ კი, დეპუტატების კითხვებს – მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მოსმენის შემდეგ დღეს უმრავლესობის წევრების ნაწილმა ოთარ შამუგიას უთხრა, რომ მოსახლეობისთვის ნაკლებად არის ცნობილი იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რასაც ხელისუფლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს. პარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად სამინისტრო იმუშავებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია სრულად არ აქვთ.

დეპუტატმა პარლამენტში მყოფ სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰკითხა, არსებობს თუ არა სტრატეგია თუ როგორ გახდეს “ეს სიკეთეები” საზოგადოებისთვის ცნობილი.

“მოსახლეობამდე ბოლომდე არ არის მისული ინფორმაცია იმ უამრავი შესაძლებლობის შესახებ, რასაც თქვენი სამინისტრო იმ ადამიანებს აძლევს, რომლებიც მიწათმოქმედებითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. რიგ შემთხვევაში ინფორმაცია ბოლომდე არ აქვთ აგროსესხებთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუნდაც ნარგავების კომპონენტზე, სადაც როგორც მახსოვს სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებაა. ასევე არის სარწყავ სისტემებთან დაკავშირებული საკითხი, სადაც 50%-იანი თანადაფინანსებაა სახელმწიფოს მხრიდან. სხვა უამრავი სიკეთე, რომლებსაც სამინისტრო ყოველწლიურად ნერგავს”,-ამბობს მიქანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც ფიქრობს, რომ მოსახლეობას მაგალითად, კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

“კოოპერატივებზე იყო აქ საუბარი და საკმაოდ საინტერესო თემაა. როდესაც არასპეციალისტი ჩადის სოფელში ისეთი, მაგალითად როგორიც მე ვარ, შეიძლება ფიქრობს, რომ ეს ადვილად გასაკეთებელია. ამ დროს საზოგადოებას, ვინც ამას ითხოვს და საჭიროებს, მგონია, რომ მეტი ახსნის შემდეგ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია”,-აცხადებს ვოლსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები