მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფის ინიციატივით გამოდის

გარემოს დაცვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა შოვში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ცალსახად დაგვანახა, რომ სახეზე გვაქვს გარემოსდაცვითი და სტიქიური უბედურებების მართვის ღონისძიებების სისტემური ნაკლოვანებები, რის შესახებაც ქართველ გარემოსდამცველებს არაერთხელ გაუკეთებიათ მკაცრი განცხადებები. გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების, მისი ჯეროვნად აღსრულების, ეფექტიანად მართვის და მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, შემოვდივართ ინიციატივით, მოხდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფა, რომელიც თავისი არსით გულისხმობს გარემოსდაცვითი მიმართულების გამოყოფას სოფლის მეურნეობის უწყებიდან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სამინისტროდ, სადაც გაერთიანებული იქნება ამ საქმიანობით და ფუნქციებით აღჭურვილი ყველა შესაბამის სამსახური, მათ შორის სამეცნიერო დაწესებულებებიც“, - განაცხადა კერესელიძემ.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში  ასევე მოუწოდა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს მეთხილე ფერმერების მიმართ.

„გაითვალისწინეთ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მხარეების მეთხილე ფერმერების რთული სოციალური მდგომარეობა და მოახდინეთ მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც  ეს  დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ციტრუსის და ვაშლის  შემთხვევაში ხდება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები