მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატის მანდატს კიდევ სამი პარლამენტარი ტოვებს

617ffb42b541d
მარიამ ვარადაშვილი
01.11.21 18:27
1448
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ჯაფარიძის მსგავსად მანდატზე უარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრიც ნონა მამულაშვილიც ამბობს. ეს ინფორმაცია BMG-ის თავად მამულაშვილმა დაუდასტურა.

ასევე, დეპუტატის მანდატის დატოვებას ენმ-ის კიდევ ერთი წევრი ანა ანა წითლიძეც გეგმავს.

“მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ, მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი)
"ქართული ოცნება" უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - დაწერა წითლიძემ Facebook-ზე.

გუშინ, 31 ოქტომბერს,  პარლამენტარის მანდატის დატოვების შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები