მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დერეფნის მულტიმოდალურობა ქმნის პრობლემებს  - აკაკი საღირაშვილი

აკაკი საღირაშვილი

მულტიმოდალურობას ასახელებს ტრანსკასპიური დერეფნის მთავარ გამოწვევად „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ გეოგრაფიული გამოწვევები და მეორეს მხრივ კოორდინაციის დეფიციტი შეიძლება იყოს  მთავარი შემაფერხებელი ე.წ „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებისთვის. 

„რეგიონის კონტექსტს თუ შევხედავთ ეს არის გეოგრაფია.  ტრანსკასპიური დერეფანი თუ ერთის მხრივ არის აზია-ევროპის დამაკავშირებელი  ყველაზე მოკლე  მარშრუტი, მეორეს მხრივ მულტიმოდალურობა ქმნის პრობლემებს. ვგულისხმობ იმას, რომ  კასპიისა და შავი ზღვა  აძვირებს სერვისებს. არსებობს გამოწვევები კასპიის ზღვაზე, ხშირია შტორმის შემთხვევები, რა დროსაც სერვისები არის მიუწვდომელი. ეს არის გეოგრაფიული გამოწვევები რაც აქვს კორიდორს და  რატომაც შესაძლოა მულტიმოდალურობა აგებდეს ჩრდილოეთის დერეფანთან შედარებით, სადაც შესაძლებელია რკინიგზით ჩინეთიდან ევროპაში ისე ჩავიდეს ტვირთი, რომ საერთოდ  არ გამოიცვალოს ტრანსპორტი. რაც შეეხება კოორდინაციას, ვფიქრობ, არის კოორდინაციის დეფიციტიც. მაგალითად,  TRACECA  (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი)  დღეს ბევრად აქტიურია წინა წლებთან შედარებით. ჩვენი დაკვირვებით, TRACECA  გამოცოცხლდა და არის პოტენციალი ამ დერეფანმა კარგად იმუშაოს“ - ამბობს აკაკი საღირაშვილი.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კომპონენტი ნაკლებ გამოწვევად შეიძლება იყოს მიჩნეული. რა თქმა უნდა, დასასრულებელია პროექტები, თუმცა „ინფრასტრუქტურის კომპონენტს თუ ოპერატორები არ შეუწყობენ ხელს,  მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა შედეგს ვერ მოიტანს“.

ამასთან, აკაკი საღირაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია საქართველომ განავითაროს სერვისები, რაც ქვეყანაში დამატებულ ღირებულებას შექმნის და ლოგისტიკურ მომსახურებას განავითარებს,  ისეთი, როგორიცაა ტვირთის კლასტერიზაცია, მარკირება, თუ გადაფუთვა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები