მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის თანამშრომლები 2021 წლის ივლისამდე სახლიდან იმუშავებენ

5f67578bb5369
BM.GE
20.09.20 18:00
1112
Deutsche Bank-ის მენეჯმენტმა თანამშრომლებს აცნობა, რომ 2021 წლის ივლისამდე Wall Street-ის მე-60 ოფისში დაბრუნება არ სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი კიდევ 10 თვეს გასტანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბანკმა, რომელსაც ნიუ-იორკში 5000-მდე თანამშრომელი ჰყავს, ამ გადაწყვეტილებით თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა, ბაღისა და სკოლის ასაკის შვილების განახლებული გრაფიკი დააბალანსონ და ახალ რეგულაციებს ფეხი აუწყონ.

მთავარი მიზანი კი, რის გამოც „დოიჩე ბანკი“ კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე რჩება, კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა.

Bloomberg-ის ცნობით, კიდევ ერთი დიდი ბანკის, JPMorgan Chase-ის რამდენიმე თანამშრომლის ტესტი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა. ამის მიზეზად კი JPMorgan–ის აღმასრულებელი დირექტორის განწყობა სახელდება: ჯეიმი დაიმონი სახლიდან მუშაობის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.