"იცხოვრე ქალაქის ცენტრში, ტყის პირას" - ამ კონცეფციით დეველოპერულმა კომპანია "დევარტ ჯგუფმა" მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხუდადოვის რეკრეაციულ ზონასთან "დევარტ გრინ გარდენსი"ს მშენებლობა დაიწყო. პროექტი, ჯამურად, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობ მიწის ნაკვეთს მოიცავს. აქედან 8000 კვადრატული მეტრი შიდა ეზოს ფართს უკავია, სადაც ბავშვთა გასართობი სივრცე, სპორტული მოედანი, ძაღლების პარკი და ველობილიკი მოეწყობა. საცხოვრებელ კომპლექსში კი დახურული აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, საერთო სამუშაო სივრცე და კომერციული ფართები გაერთიანდება. ორ ხუთსართულიან კორპუსს მოიცავს საცხოვრებელი სივრცე.
დღეისთვის, ა ბლოკში ხუთივე სართულის მონოლითური კარკასის მშენებლობა დასრულებულია და გარე პერიმეტრის იტონგის ბლოკით შევსების სამუშაოები მიმდინარეობს. მის მობინადრეებს ბინები მიმდინარე წლის დეკემბერში ჩაბარდებთ. ბ ბლოკში - მოსამზადებელი სამუშაოებია. საერთო ჯამში, პროექტი სრულად 2025 წლის მიწურულს დასრულდება, მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 27.5 მილიონი ლარით განისაზღვრება.
" "დევარტ გრინ გარდენსის" საცხოვრებელ კომპლექსს ბევრ უპირატესობასათან ერთად, აქვს იდეალური ადგილმდებარეობა. პროექტი განლაგებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ცენტრალურ ლოკაციაზე, ხუდადოვის ტყის პირას და ადვილად უკავშირდება ქალაქის ყველა მხარეს.
პირობითად, დროითი მანძილი ქარვასლამდე 3 წუთია, თბილისის ზღვამდე 5 წუთი, ჩიტაიას (იგივე საბჭოს) მოედნამდე 4 წუთის გზა, რაც დიდი უპირატესობაა იმ პოტენციური მაცხოვრებლისთვის, ვისაც ყოველდღიურად ხშირი გადაადგილება უწევს ქალაქში", - ამბობენ "დევარტ ჯგუფში".
"დევარტის" მრავალფუნქციური კომპლექსიდან პანორამული ხედები მთელს თბილისსა და ხუდადოვის ტყეზე იშლება. საცხოვრებელ სივრცეს მასიური მწვანე საფარი აკრავს, ხოლო ეზო 100-წლოვანი წიწვოვანი ხეებით არის გარშემორტყმული. რეკრეაციის მიღმა, აღსანიშნავია, რომ პროექტი ეკომეგობრულია და მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. ფასადები ტრავერტინით, ქართული მეტალითა და ალუმინის კარ-ფანჯრებით არის დამუშავებული. კორპუსის მაქსიმალური სიმყარისთვის ჰაიდელბერგის ბეტონი, კონსტრუქციული ნაგებობის სიზუსტისთვის დოკას საყალიბე სისტემა, ხოლო თბო და ენერგოეფექტურობისთვის იტონგის აირბლოკი გამოიყენება.
ამ ყველაფერს მიღმა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "დევარტ გრინ გარდენსში" ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს კომპანია საზაფხულო სპეციალურ გადახდის პირობებს სთავაზობს, კერძოდ: 18 თვემდე შიდა უპროცენტო განვადებას; Პირველადი შენატანი 5% დან; ერთიანი გადახდისას კი მთლიანი ღირებულების 20%-მდე ფასდაკლებას.
ცნობისთვის, "დევარტ ჯგუფის" დამფუძნებლებმა და პარტნიორებმა დეველოპერული პროექტების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყეს და ამჟამად მათი პორტფელი თბილისსა და რუსთავში განხორციელებულ 6 პროექტს ითვლის, რომელთა საერთო ფართი 50 000 კვადრატულ მეტრს უტოლდება.