დევდორაკის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ დღეს დევდორაკის სასიგნალო მოწყობილობა გააქტიურდა, იყო ღვარცოფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, დაშავებულები არ არიან. გამშვებ პუნქტ "ყაზბეგიდან" კი ყველა პირის ევაკუაცია განხორციელდა. შეჩერებულია საბაჟო პროცედურებიც.
"უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის მიმდებარედ, სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურებიის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი), დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.




























