მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დეველოპერულ სექტორში შეინიშნება გამსხვილება, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება”-ნინო აბსანძე

ნინო აბსანძე

2025 წელი დეველოპერული სექტორისთვის სტაბილური ზრდის პერიოდი აღმოჩნდა. მიუხედავად საბანკო პოლიტიკის ცვლილებისა და გარკვეული გამოწვევებისა, ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 13-15%-ით გაიზარდა. არსებულ ტენდენციებსა და მომავალი წლის მოლოდინებზე დარგის სპეციალისტმა, ნინო აბსანძემ ისაუბრა.

ნინო აბსანძის განმარტებით, წლევანდელი წლის მთავარი გამოწვევა დეველოპერებისთვის კაპიტალის მობილიზაცია იყო. ეს პირდაპირ უკავშირდება ბანკების მიერ დაკრედიტების პოლიტიკის შეცვლას, რამაც კომპანიებს ადაპტაციისკენ უბიძგა.

“წლევანდელ წელს დეველოპერული სექტორისთვის გამოწვევა იყო კაპიტალის მობილიზაცია, ვინაიდან ბანკებმა შეცვალეს პოლიტიკა დაკრედიტების კუთხით დეველოპერული სექტორისთვის, ამიტომ დეველოპერულ სექტორს მოუწია ადაპტაცია გარკვეული გადახდის პოლიტიკის ცვლილების მიმართულებით, კლიენტებთან შეთავაზებების ფორმები შეიცვალა. ბევრად მოქნილი გადახდის პირობები შესთავაზეს დეველოპერებმა, თუმცა პარალელურად დამოუკიდებლად მოუწიათ კაპიტალის მობილიზაცია.”-აცხადებს „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს" დამფუძნებელი ნინო აბსანძე.

მისივე თქმით, ბაზარზე მკვეთრად შეიმჩნევა მსხვილი მოთამაშეების დომინირება, რაც სექტორის გამსხვილებაზე მიუთითებს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

“წელს დეველოპერულ სექტორში შეინიშნება გამსხვილება და ძირითადად მსხვილი მოთამაშეები უფრო მკვეთრად ჩანან ბაზარზე და მომავალი წლის ტენდენციაც იგივე იქნება, ჩვენი აზრით. დღეს ჩნდება ბევრი ახალი დეველოპერული პროექტი ახალ ტერიტორიებზე, მაგალითად იგივე ორთაჭალაში რამდენიმე მსხვილმა დეველოპერმა ერთდროულად დაიწყო ძალიან მასშტაბური პროექტები.”-ამბობს „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს" დამფუძნებელი ნინო აბსანძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები