მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი” რიგით მეორე მასშტაბურ პროექტს აანონსებს

ბიოგრაფი_1

დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი” რიგით მეორე მასშტაბურ პროექტს აანონსებს - ამის შესახებ "ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ და "ბიოგრაფი ლივინგის” დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრეს.

"„მატიანი“ დიდუბეში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, აკაკი წერეთლის #45-ში აშენდება, ეს იქნება მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფართებს. გვექნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი და ა.შ.”, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ომერციულ ფართებზე საუბრისას, დავით ასანიძე განმარტავს, რომ ფართები კომპანიის მესაკუთრეობაში რჩება და არ იყიდება.

“ჩვენ კომერციულ ფართებს მესაკუთრეობაში ვიტოვებთ და მას იჯარით გავცემთ, ამით ჩვენ ერთგვარ კონტროლს ვინარჩუნებთ, თუ რა ბრენდები იქნებიან ჩვენი პროექტის ნაწილი. ბრენდებთან კომუნიკაცია პროექტის საწყის ეტაპზევე ხდება, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ხელმოწერილი კონტრაქტი კომპანია “ოქტოპუსტან”, Paul-თან, Ska Juice-სთან და “გასტრონომთან”. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ბრენდი მოვიზიდოთ და გავხადოთ ჩვენი ეკოსისტემის ნაწილი”, - დასძინა დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

31-სართულიანი კომპლექსის ფართი 60,000 კვ.მ.-ა, მომხმარებელს კომპლექსში ბინადრობა 2026 წლიდან შეეძლება. ამ ეტაპზე, ,ბიოგრაფი ლივინგი”  მწვანე კარკასს ყიდის, თუმცა, იგეგმება მომხმარებლისთვის გარემონტებული ბინების ოფციის შეთავაზებაც.

“ამჟამად მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციას ვთავაზობთ კომპლექსში, თუმცა, ახლა აქტიურად ვმუშაობთ რემონტის შესაძლებელობაზე, ჩვენი ინტერიერის დიზაინერები მუშაობენ დიზაინის რამდენიმე ვერსიაზე და უახლოეს მომავალში მობინადრეებს გარემონტებულ ბინასაც შევთავაზებთ”, - დასძინა აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის: "ვისოლ ჯგუფის" პორტფელში შემავალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე პირველი საცხოვრებელი კომპლექსით „საკენით“ 2023 წლის მაისში გამოჩნდა, რომელიც 90,000 კვ.მ.-ს აჭარბებს და აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. კომპანია მომავალ წელს კიდევ ორი მასშტაბური, ახალი პროექტის დაანონსებას გეგმავს.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები