მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ბეკჰემმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული შემოსავლებით შაკირას და ჯასტინ ბიბერს გადაასწრო

დევიდ ბეკჰემი შემოსავლები

მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული კოლოსალური შემოსავლების წყალობით დევიდ ბეკჰემმა შაკირასა და ჯასტინ ბიბერსაც კი გადაასწრო.

ინგლისისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცნობილი სახე იყო. ის არაერთ მატჩს დაესწრო და სხვადასხვა ბრენდის – McDonald's-ის, Walkers-ისა და Stella Artois-ის – სარეკლამო კამპანიებშიც გამოჩნდა.

ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ბეკჰემმა მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში დაახლოებით 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. ეს მაჩვენებელი აღემატება მსოფლიო ჩემპიონატების მუდმივი სტუმრის, შაკირას შემოსავალს (15 მილიონ გირვანქას), რომელმაც ტურნირის გახსნის ცერემონიასა და ფინალის შუალედურ შოუზე იმღერა; ასევე ჯასტინ ბიბერისას (12 მილიონ გირვანქას), რომელმაც ფინალის შესვენებაზე სოლო ნომერი შეასრულა.

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების საერთო ქონება დაახლოებით 1.85 მილიარდ გირვანქად არის შეფასებული. „ბეკჰემის ბრენდს“ განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დევიდი MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამის“ თანამფლობელია. მანამდე კი ფეხბურთელის რანგში ხუთი სეზონი „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გაატარა.

ბეკჰემების ერთ-ერთმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმაც, რომელმაც ოჯახთან საჯარო კონფლიქტის გამო არაერთხელ მიიპყრო მედიის ყურადღება, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი საკვების მიტანის სერვის DoorDash-თან გაფორმებული კომერციული შეთანხმებიდან მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები