მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ო'სალივანი სანქციების აღსრულების მხრივ პირდაპირი ფრენების გამოწვევაზე საუბრობს

649c52098476b
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 19:40
589
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოდან გამგზავრებამდე მედიასთან ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დანერგილი აქვს შესაბამისი ზომები, რათა ქვეყანა არ იქცეს სანქცირებული საქონლით ვაჭრობის ჰაბად. ამასთან, დევიდ ო’სალივანი განმარტავს, რომ EU იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესა სანქციები (საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, ორმხირვი ავიამიმოსვლის შეჩერება და სხვა).

კითხვაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სანქციების აღსრულების კუთხით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობა, დევიდ ო’სალივანი პასუხობს, რომ ფრენების გამო, გაზრდილია იმ შესაძლო პუნქტების რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთმა სანქციებისგან თავის არიდება შეიძლება სცადოს, რასაც გამკაცრებული მონიტორინგი ესაჭიროება.

“საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი პრობლემა [რუსეთთან] პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია - თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გამოკტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება.

ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც [რუსეთთან] სახმელეთო საზღვარი აქვს.

მე ვფიქრობ, რომ სანქციები საკმაო ხანი დარჩება ძალაში. მაშინაც კი თუ საომარი მოქმედებების ადრეული შეწყვეტა ვიხილეთ, ვფიქრობ, რომ სანქციები კიდევ 5-10 წელი მაინც შენარჩუნდება,”- განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები