მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში - აშშ-ის საელჩო

აშშ საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში დეზინფორმაციაზე მიუთითებს.

საელჩოს განცხადებით, "მეორე ფრონტზე" ცრუ ბრალდებების გამო, აშშ-მა, ზაფხულში, „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო და სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი.

„მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?",- აღნიშნულია სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები