მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან COVID-აცრაზე რეგისტრაციაში მოქალაქეებს ოფიცრები დაეხმარებიან

60e2dd266c127
ინგა მურუსიძე
05.07.21 15:00
543
დღეიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში მოქალაქეებს ოფიცრები დაეხმარებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ვაქცინაციის ოფიცრები ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმუშავებენ, თუმცა ქსელი გაფართოვდება.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით უკვე დღეიდან იწყება ვაცინების ოფიცრების მუშაობა. ეს ერთ-ერთი ახალი და ინოვატორული პროექტია ჩვენს რეგიონში. ოფიცრები არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებიან გაერკვნენ, რომელი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, როგორ დარეგისტრირდნენ და უშუალოდ დაეხმარებიან მათ რეგისტრაციაში პლანშეტების საშუალებით, რომლებიც თავად ვაქცინაციის ოფიცრებს აქვთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები