მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება

5ebbb28fcf05f
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.20 13:00
886
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდება. კერძოდ, მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ. მანამდე, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, დღეში მხოლოდ ერთი საათი ესეირნათ და ისიც, სახლის სიახლოვეს. აღნიშნული შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში მარტის ბოლოდან მოქმედდება.

დღეიდან, მოქალაქეებს საკუთარი მანქანით კურორტზე გამგზავრებაც შეეძლებათ. ამასთან, დაშვებული იქნება მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრაც. თუმცა, ასეთი შეხვედრის დროს სოციალური დისტანცია დაცული უნდა იყოს.

წესების დარღვევისთვის ჯარიმის სახით მოქალაქეებს 3 200 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

მოქალაქეებს კვლავ ურჩევენ, სახლიდან იმუშაონ. გამონაკლისს წარმოადგენენ ქარხნებსა და მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები. სამსახურში გამგზავრება ველოსიპედით, ფეხით ან საკუთარი ავტომობილით არის რეკომენდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები