მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან დიდი ბრიტანეთი საგანგებო მდგომარეობას ამსუბუქებს

6061db489e7c0
ნათია თაქთაქიშვილი
29.03.21 18:12
685
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემსუბუქდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს მიეცემა უფლება, ერთმანეთს ღია სივრცეში შეხვდნენ. ინფორმაციას Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ინგლისში ექვსამდე ადამიანს ან ორი ოჯახის წევრებს ღია სივრცეში შეხვედრა შეეძლებათ. ღია სპორტული დაწესებულებები, როგორიცაა ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, შეიძლება გამოყენებულ იქნას სოციალური კონტაქტების შეზღუდვებით.

ახალი რეგულაციების მიხედვით, არასაჭირო საცალო გაყიდვების სივრცეები 12 აპრილიდან გაიხსნება, ხოლო სხვადასხვა გასართობი ცენტრების დახურული სივრცეები - 17 მაისიდან.

„უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ღია სივრცე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე - დახურული, ამიტომ აუცილებელია, დავიცვათ უკვე ცნობილი რეგულაციები, რათა ახალ ეტაპზე გადასვლა შევძლოთ“, - განაცხადა ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა კრის უიტიმ;

თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები ისევ ზრდას განაგრძობს. კერძოდ, გერმანიასა და საფრანგეთში კორონავირუსის მესამე ტალღაა და ორივე ქვეყანაში ისევ "ლოქდაუნია" გამოცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები