მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან გასახვევ თამბაქოზე აქციზი 71%-ით იზრდება

5dd652ab9e423
BM.GE
21.11.19 13:40
2538
დღეიდან, 21 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის შედეგადაც გასახვევ თამბაქოზე (თუთუნზე) და თამბაქოს სხვა ნედლეულზე აქციზის გადასახადი იზრდება.

კანონის ახალი რედაქციით, 1 კგ თამბაქოს ნაწარმი 60 ლარით დაიბეგრება, რაც დღემდე მოქმედ განაკვეთს - 35 ლარს 71%-ით აღემატება.

გარდა ამისა, ასამოქმედებელი ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც მოიცავს. შესაბამისად, ამ ცვლილების შედეგად, ქვეყანაში უფილტრო სიგარეტის ღირებულება კიდევ გაიზრდება.

ბოლო წლებში სიგარეტზე აქციზის ზრდის პროცესს რამდენიმე გვერდითი მოვლენა მოყვა. მათ შორისაა წნეხი ინფლაციაზე და კონტრაბანდის გაათმაგებული მაჩვენებელი. კიდევ ერთ გვერდით მოვლენას, ბოლო წლების განმავლობაში უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდა წარმოადგენდა. 2018 წლის მეორე ნახევრიდან, სიგარეტის გაზრდილი ფასის საპასუხოდ, თამბაქოს მომხმარებლებმა გასახვევი თუთუნის აქტიური მოხმარება დაიწყეს.

საქართველოს მთავრობა, ამ კატეგორიის თამბაქოს აქციზის ზრდით, აღნიშნული "ხვრელის" შევსებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები