მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან HACCP-ის დანერგვა სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო ხდება

647755e1b6cb1
ელენე გოგბერაშვილი
01.06.23 09:00
1052
დღეიდან, 1-ელი ივნისიდან HACCP-ის დანერგვა სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო ხდება. ბიზნესი ვალდებულია წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიაწოდოს.

რეგულაცია ვრცელდება მათ შორის პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებსა და წისქვილკომბინატებზე და ყველა იმ ბიზნესოპერატორს ეხება, რომელიც სურსათს აწარმოებს და ყიდის.

„ეს სისტემა სავალდებულოდ უნდა სრულდებოდეს სასურსათო მარკეტებშიც. ეს არის ყველაზე მარტივი სისტემა, რომ დაეხმაროს ბიზნესოპერატორს თავისი თავისი საწარმოო პროცესი აკონტროლოს, აკონტროლოს ნედლეული და საბოლოო პროდუქტი.

HACCP-ის აუცილებელი ნაწილია კარგი ჰიგიენური პრაქტიკის არსებობა. არ ვთვლი, რომ ეს ძირეულ ინფრასტრუქტურულ გადაიარაღებას მოითხოვს მეწარმისგან, ვინც კეთილსინდისიერი ოპერატორია და ვინც ჰიგიენის წესებს ისედაც იცავს“,- აცხადებს bm.ge-სთან ანა გემაზაშვილი, სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორების შემოწმებას დღეიდან დაიწყებს. იქ, სადაც მოთხოვნილი სისტემა გონივრულ ვადებში არ იქნება დანერგილი, მაკონტროლებელი უწყება საწარმოო პროცესის გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მთავარია, ჩვენ რომ მივალთ ეს სისტემა არსებობდეს და არ იყოს დაწერილი მხოლოდ ფურცელზე. განსაკუთრებული სერთიფიკატების და დამადასტრებელი მოწმობების არსებობას არ ვითხოვთ.

1 ივნისიდან უკვე დავიწყებთ შემოწმებას. ბიზნესმა იცის, რომ ეს სავალდებულოა. შევალთ მაგალითად, სასურსათო მარკეტებში და თუ არ იქნება ეს სისტემა სრულყოფილად დანერგილი კიდევ ვაძლევთ გონივრულ ვადას, დაახლოებით 2 თვემდე. თუ გონივრული ვადის გასვლის მერე მივედით და ეს სისტემა არ დაგვხვდა დანერგილი, საწარმოო პროცესის გაჩერება მოგვიწევს და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება“,-აცხადებს გემაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები