მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან მოქალაქეებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდება - მისამართი ჯერ უცნობია, მიზანი - ცნობილი

5fb233ed9b83f
ინგა მურუსიძე
16.11.20 12:19
3576
დღეიდან მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ახალი პორტალი ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პორტალის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, პირადი ნომრით ნახოს, რომელ ოჯახის ექიმთან ან პირველადი დახმარების ექიმთან არის გადამისამართებული.

„დღეიდან, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მოხმარებაში ჰქონდეთ ახალი პორტალი, სადაც პირადი ნომრის მითითებით, პირს შეუძლია ნახოს, თუ რომელ პირად ექიმთან ან პირველადი დახმარების ჯგუფთან არის გადამისამართებული. საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეს უკვე შეუძლია მიმართოს არა - 112-ს ან მთავრობის ცხელ ხაზს, რომელიც შემდგომ იტვირთება, არამედ პირდაპირ - მის ექიმს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თუმცა ვებგვერდის მისამართი არ დაუკონკრეტებია.

bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ახალი პორტალის მისამართი დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები