მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან საქართველოში კარანტინის და იზოლაციის ვადები მცირდება

61e40e13514ee
BM.GE
17.01.22 09:40
1160
დღეიდან საქართველოში Covid-19-ის გამო კარანტინის და იზოლაციის დღეები მცირდება. როგორც გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიცა საერთაშორისო რეკომენდაციები, რომ შემცირდეს იზოლაცია/კარანტინის დღეები.

ვადები ასე განისაზღვრა:

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების აღმოჩენიდან უნდა იყოს გასული 24 საათი და იზოლაციის გასვლიდან მინიმუმ 5 დღე რეკომენდებულია ნიღბის ტარება მკაცრად.

საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადა მცირდება და მსუბუქდება, თუ ეს არის ვაქცინირებული კონტაქტი, ვაქცინაციის დოზის მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. რაც შეეხებათ კოვიდ-გადატანილებს, 60 დღის მანძილზე, ნიღბის მოხმარების მკაცრი მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღე შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხებათ არავაქცინირებულებს, მათ აქვთ რეკომენდაცია 8 დღე დარჩნენ კარანტინში, და შემდეგ დღეებში გამოიყენონ პირბადე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები