მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან შრომის ინსპექცია ობიექტებს ახალი წესებით შეამოწმებს

5e3bea7065aa6
BM.GE
06.02.20 14:27
1653
ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე ინსპექტირების ახალი წესი და პირობები განისაზღვრა და დღეიდან, შრომის ინსპექცია შემოწმებას სწორედ ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს.

ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ. ეს ეხება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს, ამოცანებს და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებს და მიმართულებებს, ასევე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემის და შემოწმების აქტის შევსების წესებს.

„ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები