მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს

5fa2b2716643c
ნათია თაქთაქიშვილი
04.11.20 19:26
1223
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთი ახალ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კაფეები, რესტორნები, სალონები, საქორწილო დარბაზები, თეატრები და სხვა დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ დაიხურება.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების მიზანი მობილობის შემცირება და ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების 40% ქალაქ სტამბოლში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 382 118 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 481 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები