მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეიდან უფრო მკაცრი რეაგირება გვექნება“ - აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე

642acccbe8470
თინათინ ნატმელაძე
03.04.23 18:33
385
“ყველა იმ კომპანიის მიმართ, ვინც დღეის მდგომარეობით არ აკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს, დღეიდან უფრო მკაცრი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ფარმაკომპანიების შესახებ.

საქმე იმაშია, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებასთან ერთად 15 მარტიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია, იქნება ეს საბითუმო თუ საცალო, ვალდებულია სამინისტროს გაუხსნას თავისი ბაზები, რომ თვალი ადევნონ იმპორტის ნაშთებსა და ფასწარმომქნას.

აზარაშვილი კი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ეტაპობრივად ერთვებიან ამ პროცესში, მაინც ბევრი უპასუხისმგებლო შემთხვევა გამოვლინდა.

„ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები